პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
რუზანა  კაპანაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი
სკოლა
სსიპ აკაკი კივილაძის სახელობის ქ. თბილისის მე-8 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
 „ჩვენი თვალით დანახული სამყარო“. („Mир нашими глазами ). 
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში (ჯგუფების დაკომპლექტება ხდება შემთხვევითობის პრინციპით). მოსწავლეებმა უნდა გადაიღონ ან მოიტანონ მზა სურათები სხვადასხვა თემებზე (მაგ.  ბუნებრივი მოვლენები, ბუნება, ეკოლოგია, დახმარების ხელი, მეგობრები ).  სურათების აღწერის დროს ზმნის პირობითი კილოს წარსულ დროში გამოყენება (მაგ.  сфотографировал бы, украсил бы ). ასევე მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თავისი არჩევანის ახსნა.  
საგანი/საგნები
რუსული ენა
საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური, მე-8 კლასი.
პროექტის განხორციელების დრო
 6-7 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი.
უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლემ
     გუნდის წევრებთან ერთად მოიძიოს, შეარჩიოს და დაამუშაოს ინფორმაცია;
     გამოიყენოს ისტ-ი პროექტის განსახორციელებლად;
     შეძლოს აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის წარმოდგენა;

მოსწავლეს განუვითარდება შემდეგი უნარები:
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
     დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
     უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორია  სამყარო, რომელშიც შენ ცხოვრობ?
თემატური კითხვები
როგორია სამყარო შენს წარმოსახვაში?
შინაარსობრივი კითხვები
ფოტოაპარატი, რომ გქონოდა, რას გადაიღებდი?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
სავარჯიშოები
შეფასების რუბრიკა
პროექტის მსვლელობისას
მონიტორინგი
განმავითარებელი შეფასება;
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა;
პროექტის დასრულების შემდეგ
პრეზენტაცია;
 ბუკლეტი;
 კედლის გაზეთი
პრეზენტაციის რუბრიკა;
ბუკლეტის რუბრიკა;
რესურსის რუბრიკა.

შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს ვაძლევ სავარჯიშოებს, რომლებსაც ვაფასებ შეფასების რუბრიკით. მსვლელობისას ვაკვირდები ჯგუფებს, თუ როგორ მუშაობენ, ვაძლევ რჩევებსა და განმავითარებელ შეფასებას. პროექტის დასასრულს მოსწავლეები ფასდებიან პრეზენტაციის, ბუკლეტისა და კედლის გაზეთის შეფასების რუბრიკებით.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეებმა იციან მუშაობა ჯგუფში, შეუძლიათ ზმნის გამოყენება  წარსულ დროში. შეუძლიათ გრამატიკული კონსტრუქციის  (Если бы у меня был фотоаппарат, то я сфотографировал бы закат. ) გამოყენება. და ფლობენ საოფისე პროგრამებს. შეუძლიათ  მუშაობა „მუვიმეიკერში“.
სასწავლო პროცედურები
 პროექტის დასაწყისში მოსწავლეები ასრულებენ სავარჯიშოებს და  გაიხსენებენ ზმნის წარსულ დროს (увидел бы,  сфотографировал бы, подружился бы,...). ასევე შეასრულებენ სავარჯიშოს, რომელშიც უნდა გამოიყენონ კონსტრუქცია (Если бы......, то............. .) ამ აქტივობებით : „ მე რომ მქონოდა ფოტოაპარატი, გადავუღებდი მეგობრებს, ბუნების მოვლენებს და ა.შ.“  გავაცნობ  თემას და პროექტის სახელწოდებას : „ ჩემი თვალით დანახული სამყარო“.
·               ჯგუფებს დავყოფ შერჩევის პრინციპით. იქნება 5 ჯგუფი. თემის არჩევა მოხდება  შემთხვევითობის პრინციპით.
I ჯგუფი - ბუნება
II ჯგუფი - ბუნებრივი მოვლენები ( ცისარტყელა, წვიმა, მზის ჩასვლა და ა.შ.)
   III ჯგუფი - გავუფრთხილდეთ გარემოს ( არ მოჭრა, არ დაანაგვიანო და ა.შ.)
   IV ჯგუფი - შავ-თეთრი კადრები ( უმწეო, გაჭირვებული ადამიანები)
   V ჯგუფი -  მეგობრები.
     ჯგუფებმა უნდა გადაიღონ სურათები. შესაძლებელია გამოიყენონ ინტერნეტის საშუალებით ფოტოები, რადგან, მაგ. წელიწადის  დრო და ბუნებრივი მოვლენები არ ემთხვეოდეს პროექტის განხორციელების დროს.
·            მოსწავლეები თავიანთ მიერ გადაღებულ / მოძიებულ სურათებს წარმოადგენენ კომენტარებით, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული შინაარსის სურათი და რა მიზანს ემსახურება ის.
    პროექტის მსვლელობის დროს ვაკვირდები მოსწავლეებს, ვაძლევს რჩევებს, ვუსწორებ დავალებებს. ჯგუფები ამზადებენ თავიანთ თემებს და წარმოადგენენ პრეზენტაციისა და ბუკლეტების სახით. პრეზენტაციას წარმოადგენენ PowerPoint-ში. მოიფიქრებენ სლოგანებს კონკრეტული შემთხვევისთვის   და განხორციელებულ  სამუშაოებს წამოადგენენ  კედლის გაზეთის სახით, მაგ. დაეხმარე გაჭირვებულს, გაუფრთხილდი ბუნებას, გიყვარდეს მეგობარი და ა.შ.).
 მოსწავლეების შეფასებას მოვახდენ პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის და მომზადებული რესურსების მიხედვით ( ბუკლეტი, კედლის გაზეთი). 

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

საჭირო რესურსები
თაბახის ფურცლები, ფორმატი, ფინანსური მხარდაჭერა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

2. 12. 2018 წ. IX სატრენინგო დღე.

დღეს მოხდა ინტელის კურსის შეჯამება. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები. თვითშეფასების მიზნით შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის ...